make your own site

რა არის შალე?

არქიტექტურაში უამრავი სტილია, და ერთერთი მათგანი, რომელიც გამორჩეულია თავისი უჩვეულობით - არის შალე. სტატიაში მოგიყვებით რას წარმოადგენს - „შალე“, რითი გამოირჩევა სხვა სტილებისგან და როგორ შევქმნათ მისით მყუდრო ატმოსფერო.

რას ნიშნავს სიტყვა „შალე“

შალე არის სტილი არქიტექტურაში, რომელიც წარმოიშვა შვეიცარიაში. დღეს ის სხვა ქვეყნებშიც პოპულარულია. ეს სახლი ცნობილია თავისი დახრილი სახურავით, შესრულებული ბუნებრივი მასალებისგან, გამორჩეულია მყუდრო და მშვიდი ატმოსფეროთი. ამ სტილის დამახასიათებელი თვისებებია:

ლანდშაფტი 

არქიტექტურ სტილს იყენებენ საცხოვრებელი სახლის იერის მისაღებად, მაგრამ ამ მხრივ არანაკლებ როლს ასრულებს გარემოც. შალეს სახლი ბევრად ეფექტურად გამოიყურება ბუნებაში, ამიტომ მას ძირითადად ქალაქგარეთ აშენებენ. ყველაზე კოლორიტული სახლები, როგორც წესი, იქმნებიან მაღალი მთების, ფერდობების და ტყეების ფონზე. თუ გარემო ამის საშუალებას არ იძლევა, შეგიძლიათ თქვენ თვითონ დარგოთ ხეები ისე, რომ „ჩაურევლობის“ ატმოსფერო შექმნათ. 

ფრონტონი 

ასეთი სტილის სახლების პირველწაროების დამსახურებით, თანამედროვე არქიტექტურაშიც ხშირად გამოიყენება გადახურვები სახლის პორტიკების, ტერასების და აივნების თავზე. ისინი იცავენ მათ ნალექისგან, და ასევე მცხუნვარე მზის სხივებისგან ზაფხულში. ფრონტონებიც, ისევე როგორც სახურავი, შეიძლება სცდებოდეს მათი დაფარვის ზონას. 

სისადავე 

ამ სახლს არ ახასიათებს ორნამენტებით მოჩუქურთმება, მოოქროვილი დეკორები, და ხასხასა ფერები, რითაც ხასიათდება კლასიკური ან მოდერნისტული სტილი. ამ სტილის ერთერთი ძირითადი მიზანი - ბუნებასთან სრულყოფილი შერწყმაა, ამიტომ ასეთ სახლებში იგრძნობა სისადავე, მაგრამ ამასთან ერთად სიმყუდროვე. 

ნატურალური მასალები

ნატურალური მასალები გამოიყენება არა მხოლოდ შენობის კარკასის ასაგებად, არამედ მისი შიდა მოპირკეთებისთვისაც. მაგალითად, შალეს სტილის სახლი ვერ ეგუება მეტალო-პლასმასის ჩარჩოებს, ამისთვის ფანჯრებისთვის ხის ჩარჩოები იწყობა. კედლების მოპირკეთება შესაძლებელია ხით, სტილიზებული „ვაგონკით“ და ა.შ. ან შეგიძლიათ მოუპირკეთებელი დატოვოთ. 

ორი სართული 

შალეს უმრავლესობას აქვს ორი სართული, ზოგს დამატებით მანსარდული სართულიც. ძველად პირველ სართულს ან მის ნახევარს, ხშირად ბუნებრივი ქვით ან აგურით აშენებდნენ. მეორე სართულის კარკასი მთლიანად ხისგან შენდებოდა, და თუკი ფუნდამენტის მდგრადობა ამის საშუალებას იძლეოდა, ემატებოდა მანსარდული სართულიც. 

ბუნებრივი განათება 

ძალიან ხშირად ასეთ სახლებში ამონტაჟებენ დიდ და პანორამულ ფანჯრებს. ეს იმისთვის კეთდება, რომ ნაგებობა უფრო მსუბუქად შეერწყას მის გარშემო პეიზაჟს, ოთახებში კი დიდი რაოდენობით ბუნებრივი სინათლე შევიდეს. ეს საშუალებას იძლევა სახლში სიმყუდროვის, სითბოს და სიმშვიდის ატმოსფერო შეიქმნას. 

დახრილი სახურავი

ასეთ სახლებში სახურავის დაქანება ხდება დიდი კუთხით, რომ ნებისმიერი ნალექი - თოვლი, წვიმა, სეტყვა - თავისით დაიწმინდოს სახურავიდან. ასეთი არქიტექტურის გადახურვის დამატებითი თვისებაა - მასიურობა, და ისიც, რომ კარკასს სცდება 0,5-1 მეტრით. ეს საშუალებას იძლევა არა მხოლოდ სახლი დაიცვას ნალექისგან, არამედ მის გარშემო მიწის პატარა მონაკვეთიც. 

მისამართი

თბილისი, შარტავას ქ. 35/37

კონტაქტი

Email:
info@shalet.group                    
ტელეფონი: (+995)597306111 

ბმულები

საიტის რუკა
საიტის გამოყენების პირობები
კონტაქტი